აშშ-ს არჩევნები 2020

ტრამპი და ბაიდენი მეორე დებატების ნაცვლად ამომრჩევლებთან პარალელურ შეხვედრებს გამართავენ

0 კომენტარი
ჯო ბაიდენი / დონალდ ტრამპი ფოტო: AP

აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და 2020 წლის არჩევნებში მის მთავარ კონკურენტ ჯო ბაიდენს შორის მეორე დებატები 15 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ამის ნაცვლად კანდიდატები ამომრჩევლებთან პარალელურ შეხვედრებს გამართავენ, სადაც ისინი ამომრჩევლების კითხვებს უპასუხებენ.

დებატების გაუქმების მიზეზი ახალი კორონავირუსი გახდა. პირველი დებატების შემდეგ პრეზიდენტ ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მას რამდენიმე დღის საავადმყოფოში გატარება მოუხდა, შემდეგ კი იზოლაციაში. ამის გამო საარჩევნო დებატების კომისიამ ფორმატის შეცვლა და ონლაინ გადატანა გადაწყვიტა, რაზეც ტრამპმა უარი თქვა.

მესამე საპრეზიდენტო დებატები 22 ოქტომბერს არის დანიშნული.

RealClearPolitics-ის მიერ დაანგარიშებული ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების საშუალო შედეგებით ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 9.2 ქულით უსწრებს. NBC-ს და Wall Street Journal-ის გამოკითხვის მიხედვით, 53% მხარს  ბაიდენს უჭერს, 39% კი ტრამპს. Fox News-ის გამოკითხვაში ბაიდენმა 51% აიღო, ტრამპმა კი 46%.

ვრცლად პირველი დებატების შესახებ წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები