ნარკოდანაშაული

შსს: ფსიქოაქტიური ნივთიერება ბიოს დამზადება-გასაღებისთვის თბილისში ორი ადამიანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ბიოს უკანონო დამზადებისა და გასაღების ბრალდებით ორი ადამიანი - 1992 წელს დაბადებული ლ.ბ. და 1999 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს, რომელიც, მათივე ცნობით, წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ლ.ბ.-მ ნაქირავებ ბინაში ბიო დაამზადა და სარეალიზაციოდ დაფასოებული 11 ოქტომბერს წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციაზე განათავსა. უწყების ცნობთ, ის ადგილზე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, მ.გ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ამ ლოკაციაზე მივიდა და ნარკოტიკული საშუალების ძებნა დაიწყო. 

უწყების ცნობით, ბინის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს. ასევე, 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ბიო ამოიღეს თბილისში სხვადასხვა ლოკაციიდან. 

ლ.ბ.-ს მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას გულისმობს. მ.გ.-ს მიმართ კი სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის "დ" და "ე" ქვეპუნქტებით, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო გასაღების მცდელობას გულისხმობს იმ პიროვნების მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს მსგავსი დანაშაული. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები