ეკონომიკა

სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 28%-ით გაიზარდა და $192 მილიონი შეადგინა

Reuters

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.7%-ით გაიზარდა და 192.7 მილიონი დოლარი შეადგინა. 

გასული წლის სექტემბერთან შედარებით ზრდა 43 მილიონი დოლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს ყველაზე დიდი მოცულობის გზავნილი სწორედ გასულ თვეში განხორციელდა.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. თვეეების მიხედვით ფულადი გზავნილების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იანვარი - $125.6 მილიონი;
  • თებერვალი - $137.3 მილიონი;
  • მარტი - $125.9  მილიონი;
  • აპრილი - $79.1 მილიონი;
  • მაისი - 131.8 მილიონი;
  • ივნისი - $169.2 მილიონი;
  • ივლისი - $188.7 მილიონი;
  • აგვისტო - $184.2 მილიონი;
  • სექტემბერი - $192.7 მილიონი.

კომენტარები