ეკონომიკა

10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

ეროვნული ბანკი

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.7%-ით გაიზარდა და 192.7 მილიონი დოლარი შეადგინა. 

გასული წლის სექტემბერთან შედარებით ზრდა 43 მილიონი დოლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს ყველაზე დიდი მოცულობის გზავნილი სწორედ გასულ თვეში განხორციელდა.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობამ 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • რუსეთი - $35.1 მილიონი, კლება - 3%;
  • იტალია - $29.1 მილიონი, ზრდა - 38%;
  • აშშ - $22.6 მილიონი, ზრდა - 47.1%;
  • საბერძნეთი - $21.4 მილიონი, ზრდა - 34.7%;
  • ისრაელი - $13.9 მილიონი, ზრდა - 3%;
  • უკრაინა - $13.2 მილიონი, ზრდა - 208%;
  • თურქეთი - $10.6 მილიონი, ზრდა - 29%;
  • გერმანია - $7.5 მილიონი, ზრდა - 72%;
  • აზერბაიჯანი - $7.4 მილიონი, ზრდა - 270%;
  • ესპანეთი - $4.8 მილიონი, ზრდა 38.5%;

კომენტარები