ბელარუსი

კანადამ ბელარუსის დამატებით 31 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

framepool

15 ოქტომბერს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს და მისი მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ბელარუსის დამატებით 31 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს

კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომ ბელარუსს სანქციები გასულ თვეს დაუწესა

ამ სანქციების ფარგლებში ბელარუს მაღალჩინოსნებს დიდ ბრიტანეთსა და კანადაში შესვლა ეკრძალებათ, ასევე, სანქციები ეკონომიკური სახისაა და სანქციების სიაში შეყვანილ ადამიანებს ამ ქვეყნებში ეკონომიკური საქმიანობა ეკრძალებათ.

ევროკავშირის მიერ 40 ბელარუსი მაღალჩინოსნისთვის დაწესებული სანქციები 2 ოქტომბერს ამოქმედდა.

2 ოქტომბერს აშშ-მ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს, იური კარაევს და შვიდ სხვა მაღალი რანგის პირს სანქციები დაუწესა.

ბელარუსის ხელისუფლბის წევრებს სანქციები ასევე დაუწესეს ბალტიის ქვეყნებმა.

კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები