ეკონომიკა

წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2 მილიარდი დოლარით შემცირდა

REUTERS

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყოველთვიური მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის დოკუმენტი გამოაქვეყნა. 

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 95,1%-ით შემცირდა. გასულ თვეში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან მხოლოდ 15.7 მილიონი დოლარი მიიღო, შედარებისთვის წინა წლის სექტემბერში იმავე მაჩვენებელმა 318 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის შემცირება თებერვლიდან დაიწყო და, ცხადია, თითქმის სრულად შეწყდა ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვასთან ერთად. 

მთავრობის დაპირების მიუხედავად, რომ ქვეყნის საზღვრები პირველი ივლისიდან გაიხსნებოდა, დღემდე ქვეყანა პრაქტიკულად თითქმის სრულადაა ჩაკეტილი, რაც, ცხადია, გამანადგურებელ გავლენას ახდენს ტურისტულ ინდუსტრიაზე. 

სულ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 499 მილიონ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ ტურიზმიდან 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. 

ტურისტული სექტორიდან მიღებული შემოსავლები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2019 წლის, იანვარი - $164,5 მლნ;  2020 წელი - $193,4 მლნ;
  • 2019 წლის თებერვალი - $169,2 მლ 2020 წელი- $160.5 მლნ;
  • 2019 წლის მარტი - $244,7 მლნ;    2020 წელი - $73,8 მლნ;
  • 2019 წლის აპრილი - $267,2 მლნ;   2020 წელი - $8.5 მლნ; 
  • 2019 წლის მაისი - $270,4 მლნ;      2020 წელი - $9,1 მლნ;
  • 2019 წლის ივნისი - $340 მლნ;      2020 წელი - $11.2 მლნ;
  • 2019 წლის ივლისი - $395,4 მლნ;   2020 წელი - $12,1 მლნ;
  • 2019 წლის აგვისტო - $412,8 მლნ;  2020 წელი - $14.8 მლნ;
  • 2019 წლის სექტემბერი - $318,6 მლნ; 2020 წელი - $15,7 მლნ

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, საერთაშორისო ფულად გზავნილებთან ერთად საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობამ, ასევე, რეკორდული 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომენტარები