ქუთაისი

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა

ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები