კორონავირუსი აჭარაში

COVID-19 აჭარაში: 226 ახალი შემთხვევა და სამი გარდაცვლილი

0 კომენტარი
ფოტო: Shannon Stapleton/Reuters

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული ახალი კორონავირუსის 958 შემთხვევიდან 226 აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამოვლინდა. გუშინ ეს რიცხვი შედარებით მეტი, 346 იყო. გასულ 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 131 ადამიანი, 3 გარდაიცვალა.

გარდაცვლილთაგან ერთი 77 წლის ქალი იყო, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი დიაგნოზი იყო კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, შოკი. მას ჰქონდა თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტი - ტიპი 2, იყო ინსულინდამოკიდებული, ჰქონდა გულის უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

მეორე გარდაცვლილი არის 77 წლის ქალი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოში იმყოფებოდა. დიაგნოზი: კოვიდ 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრე სინდრომი, სეფისისი, თირკმლის მწვავე უკმარისობა. თანხმლები დაავადება - გულის იშემიური დაავადება.

აჭარაში, კლინიკა "მედცენტრში" გარდაცვლილი 81 წლის კაცი, ლევან ვარშალომიძის მამაა. დიაგნოზი: კოვიდ19, თავის ტვინის ინფარქტი დაუზუსტებელი, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, შოკი, დაუზუსტებელი. თ ანმხლები დაავადებები: გულის ქრონიკულიუკმარისობა, წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლა, ესენციური ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტის შედეგები.

აჭარაში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის 590 პაციენტი, 19 არასრულწლოვანი, 28 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია - 53 პაციენტი. თავისუფალი საწოლები - 29. Covid სასტუმროებში იმყოფება 885 პირი, 62 არასრულწლოვანია. აჭარაში ბინაზე 1300-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ინფიცირების გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსული ინფექციისგან აჭარაში 4 852 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

15 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ აჭარაში ეპიდემიური მდგომარეობა "მეტნაკლებად დასტაბილურდა", რის გამოც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 19 ოქტომბრიდან მუნიციპალიტეტში აღდგეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. თუმცა დარჩა სხვა შეზღუდვები. 

ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.  აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. აჭარაში, თბილისსა და იმერეთში კი რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები