ადამ სენდლერი

ტელეწამყვანმა ადამ სენდლერის ფილმში თამაშის გამო სამსახური დაკარგა

Deadline

ბოსტონის ტელეარხის წამყვანმა, ალაინა პინტომ, ადამ სენდლერის ახალ ფილმ Hubie Halloween-ში თამაშის გამო სამსახური დაკარგა. 

ჟურნალისტმა კომედიაში ჰარლი კუინის კოსტიუმში გამოწყობილი ახალი ამბების წამყვანი განასახიერა, როგორც აღმოჩნდა ეპიზოდური როლი ეწინააღმდეგებოდა ბოსტონის ტელევიზიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

"გამარჯობა მეგობრებო, რაღაც ამბავი უნდა გაგიზიაროთ. მეშვიდე არხიდან გამათავისუფლეს, გასულ წელს Netflix-ის ფილმ Hubie Halloween-ში ვითამაშე. ჩემდა უნებურად კონტრაქტი დავარღვიე და ხელმძღვანელობამ, სამწუხაროდ, ჩემი სამსახურიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. დიდი მადლობა ჩემს მაყურებლებს, კოლეგებსა და გულშემატკივრებს. მომავალი ნათელია". - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი წამყვანი.

ადამ სენდლერის კომედია 7 ოქტომბერს გამოვიდა. ფილმმა ორ კვირაში დაბალი შეფასებები მიიღო როგორც პუბლიკის ისე კრიტიკოსთა მხრიდან.

კომენტარები