კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 958 შემთხვევიდან 397 თბილისში გამოვლინდა, 232 იმერეთში, 226 — აჭარაში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ახალი კორონავირუსის 958 შემთხვევიდან 397 თბილისში გამოვლინდა, ხოლო 232 — იმერეთში.

"ყველაზე მეტი დღეისათვის გახლავთ თბილისში, 397 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, აჭარაში ცოტა შემცირდა და გახლავთ 226 ახალი დადასტურებული შემთხვევა, იმერეთშიც მოიმატა და გახლავთ 232 ახალი შემთხვევა". - თქვა მან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი. 

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები