დავითგარეჯის საქმე

მეუფე საბა ეთანხმება მეუფე მელქისედეკს, რომელმაც დაკავებულებს ბოდიში მოუხადა

0 კომენტარი

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი, საკუთარ Facebook გვერდზე დავითაგარეჯის საქმეს გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეთანხმება მეუფე მელქისედეკს, რომელმაც დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბოდიში მოუხდა.

"მე ვეთანხმები მეუფე მელქისედეკს "კარტოგრაფების" საქმის შეფასებაში". - დაწერა მან და მეუფე მელქისედეკის ინტერვიუ გააზიარა.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა, 14 ოქტომბერს თქვა, რომ ბოდიშს უხდის ივერი მელაშვილსა და ნატალიას ილიჩოვას ასეთი დამოკიდებულების გამო.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები