კორონავირუსი

ტურძელაძე: 15 წლის Covid ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მართვით სუნთქვაზეა

0 კომენტარი
ფოტო: ტვ. პირველი

15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, კრიტიკულად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა შეერთებული – ინფორმაცია ტაბულას თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ, დაუდასტურა.

ტურძელაძე პაციენტის მდგომარეობაზე სხვა დეტალების გასაჯაროვებისგან თავს იკავებს, რადგან ის არასრულწლოვანია.

17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 214 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები