საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე მოქალაქეს შენობით მიმართავს და ავტობუსის ჭყლეტვაში პირბადის გაკეთებისკენ მოუწოდებს

0 კომენტარი

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეს, რომელმაც ავტობუსში ჭყლეტვაზე კითხვა Facebook-პოსტზე დაუსვა, შენობით მიმართავს და პირბადის გაკეთებისკენ მოუწოდებს. 

"საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაიკეთე პირბადე და იმგზავრე, რა პრობლემაა.

პირბადეც და ხელების ხშირი დაბანაც აუცილებელია." - ასე პასუხობს თბილისის მერი მოქალაქეს. 

კახა კალაძე ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერებთან შეხვედრასა და პარტიის მიერ აჭარის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას გამოეხმაურა. კალაძის აზრით, "აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი." 

გუშინ, 16 ოქტომბერს, თბილისის მერიამ მოქალაქეებს მოუწოდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი "მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის" გამოიყენონ და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები