ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 403 ადამიანს ჩაუტარდა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 796 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1 187 ადამიანი, 27 კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, ბოლო 24 საათში COVID-19-ის 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 827 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 128 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები