ახალი კორონავირუსი საქართველოში

აჭარაში COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი, 69 წლის კაცი გარდაიცვალა – დღეს მე-9

აჭარაში COVID-19-ით კიდევ ერთი ინფიცირებული, 69 წლის კაცი გარდაიცვალა. 18 ოქტომბრის მონაცემებით, ის ქვეყანაში მე-9 გარდაცვლილია. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას კორონავირუსთან ერთად ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადება, არტერიული, ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტის აღენიშნებოდა.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 233 და გარდაიცვალა 9 პაციენტი.

მარინა ენდელაძის ცნობით, 1 ინფიცირების 192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში გამოვლინდა, 343 – აჭარაში, 211 – იმერეთში, 45 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 37 – შიდა ქართლში, 39 – ქვემო ქართლში, 18 – გურიაში, 14 – სამცხე-ჯავახეთში, 13 – მცხეთა-მთიანეთი, 11 – კახეთში.

სულ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცრების 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 137 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები