არჩევნები 2020

მიტროპოლიტი გრიგოლი ფოთში ქართული ოცნების წარდგენას არ დაესწრო და არც მღვდელი გაგზავნა

მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი
ფოთისა და ხობის ეპარქია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა მრავალი მღვდელმთავრისგან განსხვავებით, დღეს, 18 ოქტომბერს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ქართული ოცნების ღონისძიებას არ არ დაესწრო.

ფაზისელმა მიტროპოლიტმა ფოთში გამართულ წარდგენაზე არც მღვდელი გაგზავნა.

ქართულმა ოცნებამ დღეს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბაია წარადგინა.

წარდგენას პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებს აქამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი დაესწრო, რასაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა.

ISFED აცხადებს რომ "მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის". ორგანიზაცია სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

კომენტარები