სვანეთში სოფელი ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე წიწვოვან ტყეში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ადგილზე უკვე გამოცხადდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

"რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები". – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები