თბილისის ქუჩები, რომლებსაც 19 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 19 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების, ნაზი შამანაურის და სესილია თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს და დიდუბის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, დელისის III ქუჩის, ნუცუბიძის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანის და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები