დავითგარეჯის საქმე

მეუფე ანტონმა Fb-ზე მოქალაქეებს ინდაური და ყვავი უწოდა

0 კომენტარი
ფოტო: Primetime

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ Facebook-ზე მოქალაქეებს ყვავი და ინდაური უწოდა. მან პოსტი დავითგარეჯის თემას და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას მიუძღვნა. მეუფე ანტონს უკვირს, "რატომ არ გვჯერა 1938 წლის ხელმოწერილი რუკის, რომელსაც მხარს უჭერს და ათწლეულობით თავგამოდებით იცავს ამ პოზიციას დედა ეკლესია და რატომ გვჯერა იმათი, ვის დროსაც რაღაც უცნაურდ, ვიტყოდი, მუხანათურად მოხდა მისი გასხვისება". ის ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებაზე ამბობს - "საიდან ვასკვნით, ვინ არის და ვინ არა უდანაშაულო გამოძიების გარეშე. ნუ გამოიტანთ დასკვნას, რომ მე მომხრე ვარ წინასწარპატიმრობისა, მაგრამ არც ის მიმაჩნია დამაჯერებელ არგუმენტად, რომ რადგან ბრალდებულნი ამბობენ, რომ დამნაშავე არ არიან, ამის გამო მათზე უნდა შეწყდეს გამოძიება".

ანტონ ბულუხია კომენტარებში რამდენიმე ადამიანმა გააკრიტიკა, რის გამოც, მან მოქალაქეებს ინდაური და ყვავი უწოდა.

"ინდაური ხარ, აბა სხვა რა, ვინ ბოტაობს, შენ წყვიტავ, ინდაურო?", "შენც იმავეს გაგიმეორებ: ინდაურის შეხედულება არწივზე, ინდაურის დამახასიათებელია" - დაწერა მიტროპოლიტმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები