არჩევნები 2020

მთავარი: კვირას რომ არჩევნები იყოს, ოცნება 26.2%, ენმ 17.8%, ვაშაძე 5.3%, ევროპელები 5.1%

ReformAustin.org

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა IPSOS-მა მოსახლეობის წინასაარჩევნო განწყობის კვლევა ჩაატარა. 

კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 26.2% ქართულ ოცნებას ასახელებს, 17.8% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და გაერთიანებულ ოპოზიციას, სტრატეგია აღმაშენებელს კი - 5.3%

რაც შეეხება სხვა პარტიებს, 5.1% ევროპულ საქართველოს მისცემდა ხმას, 2.7% - ლელოს, 2.7% - გირჩს, 2.1% - ლეიბორისტულ პარტიას, 1.2% - პატრიოტთა ალიანსს, 0.7% - ერთიან საქართველოს, 0.5% - მოქალაქეებს. სხვა პარტიებს 1.7% დაუჭერდა მხარს.

პასუხზე უარი თქვა ან პოზიცია არ დააფიქსირა გამოკითხულთა 34%-მა.

ალოკაციით მიღებული შედეგებით კი, იმავე კითხვაზე ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

ქართული ოცნება - 40.3 (+3.1)%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიცია - 31.2 (+4.0)%, ევროპული საქართველო - 6.8 (-3.8)%, სტრატეგია აღმაშენებელი - 6.8 (+0.7)%, ლელო - 4.5 (-1.8)%, გირჩი - 3.4 (+1.5)%, ლეიბორისტული პარტია - 2.6 (+0.5)%, პატრიოტთა ალიანსი - 1.5 (-0.6)%, ერთიანი საქართველო - 1.2 (-0.6)%, მოქალაქეები - 1.0 (-0.7)%, სხვა პარტიები - 0.7 (-2.3)%

ალოკაცით ხმების დათვლის მეთოდის დროს გამოკითხული ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსი ხვდება, ვისთვის აპირებს რესპონდენტი ხმის მიცემას.

მთავარი არხის დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +/-2,5%-ია.

კომენტარები