დმიტრი სტუჟუკი

ფიტნეს ინსტრუქტორი, რომელსაც COVID-19-ის არ სჯეროდა, სწორედ ამ ვირუსით გარდაიცვალა

0 კომენტარი

ცნობილი უკრაინელი ფიტნეს ინსტრუქტორი, დმიტრი სტუჟუკი, ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა, მანამდე კი ვირუსის არსებობას ეჭვქვეშ აყენებდა.

სამი დღის წინ, 33 წლის სტუჟუკმა Instagram-ზე პოსტი დაწერა, სადაც თავის 1.1 მილიონ გამომწერს აუწყა, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა.

"ერთ დროს ვფიქრობდი, რომ კოვიდი არ არსებობდა. მანამ, სანამ მე თვითონ არ დავინფიცირდი". – დაწერა მან.

მან პოსტში მოჰყვა, რომ თურქეთში ყოფნის დროს, ერთ-ერთ ღამეს გაეღვიძა და აღმოაჩინა, სუნთქვა უჭირდა, მეორე დღეს კი ხველა დაეწყო. ამის შემდეგ, უკრაინაში დაბრუნებისთანავე ტესტი გაიკეთა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ამასთან ერთად იგი თავის მდგომარეობას აღწერდა, როგორც სტაბილურს.

მეორე დღეს დმიტრი სტუჟუკის ყოფილმა ცოლმა, სოფია სტუჟუკმა, Instagram-ზე მისი გარდაცვალების შესახებ დაწერა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები