პედრო ალმოდოვარი

პედრო ალმოდოვარის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ახალი ტრეილერი გამოვიდა

პედრო ალმოდოვარის მომავალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის, The Human Voice-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა.

The Human Voice ესპანელი რეჟისორის პირველი ინგლისურენოვანი ნამუშევარია, რომელშიც მთავარ როლს ბრიტანელი მსახიობი ტილდა სუინტონი ასრულებს.

ფილმი ფრანგი რეჟისორის, ჟან კოკტოს, იმავე სახელწოდების პიესის ეკრანიზაციაა. სუინტონის პერსონაჟი მიტოვებული ქალია, რომელიც წარმოსახვაში ყოფილ საყვარელს ელაპარაკება, პერსონაჟი თანდათანობით რეალობასთან კავშირს კარგავს.

სურათის ჩვენება ვენეციის კინოფესტივალზე, არასაკონკურსო პროგრამაში გაიმართა, ეკრანებზე გამოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

 

კომენტარები