ცნობილი ადამიანები

ლინდა ევანჯელისტა: მჯერა მათი, ვინც ჩემი ყოფილი ქმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულა

კანადელი სუპერმოდელის, ლინდა ევანჯელისტას თქმით, სჯერა იმ ქალების, რომლებმაც მისი ყოფილი ქმარი, ჯერალდ მარი, გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

სექტემბერში ორმა ყოფილმა მოდელმა ჯერალდ მარი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მათი თქმით, მაშინ ისინი 17 და 20 წლის იყვნენ. სამოდელო სააგენტო Elite-ის ყოფილი პრეზიდენტი დაადანაშაულა კიდევ ერთმა ადამიანმა - ჟურნალისტი ლისა ბრინკვორთის თქმით, 1998 წელს მოდის ინდუსტრიაზე მუშაობის დროს მარიმ იგი სექსუალურად შეავიწროვა.

ჯერალდ მარიმ ბრალდებები სექტემბერშივე უარყო. 

პარასკევს, Weekend Magazine-თან საუბრისას ყოფილი ქმრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა ლინდა ევანგელისტა. მან თქვა, რომ ჯერალდ მარისთან ქორწინებაში ყოფნის დროს მას ამ ქალების შესახებ არაფერი გაეგო და შესაბამისად, მათ ვერც დაეხმარებოდა.

"ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, მე მჯერა მათი. გული მტკივა, რადგან ეს ნაიარევები არასდროს გაივლის და ასევე, ვაფასებ მათ სიმამაცესა და სიძლიერეს, ვინც ლაპარაკი შეძლეს". - თქვა სუპერმოდელმა.

ლინდა ევანჯელისტა და ჯერალდ მარი 1987 წლიდან 1993 წლამდე ქორწინებაში იყვნენ.

კომენტარები