საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9%-ით ნაკლებია.
იანვარ-სექტემბერში ექსპორტმა 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი იყო და 15.9%-ით შემცირდა.
2020 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სიის პირველი ათეული ასეთია:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 541.6 მლნ აშშ დოლარი (22.5%)
- მსუბუქი ავტომობილები - 304.2 მლნ. აშშ დოლარი (12.7%)
- ფეროშენადნობები - 180.3 მლნ. აშშ დოლარი (7.5%)
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 143.3 მლნ. აშშ დოლარი (6.0%)
- სპირტიანი სასმელები - 86.3 მლნ. აშშ დოლარი (3.6%)
- მინერალური და მტკნარი წყლები - 81.3 მლნ. აშშ დოლარი (3.4%)
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 77.3 მლნ. აშშ დოლარი (3.2%)
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 71.5 მლნ. აშშ დოლარი (3.0%)
- ოქრო - 68.8 მლნ. აშშ დოლარი (2.9%)
- აზოტოვანი სასუქები 56.3 მლნ. აშშ დოლარი (2.3%)
იანვარ-სექტემბერში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფები კი იყო:
- მსუბუქი ავტომობილები - 560.2 მლნ. აშშ დოლარი ( 9.8%)
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 415.6 მლნ აშშ დოლარი (7.3%)
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 366.6 მლნ. აშშ დოლარი (6.4%)
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 230.3 მლნ. აშშ დოლარი (4.0%)
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - 197.3 მლნ. აშშ დოლარი (3.5%)
- სატელეფონო აპარატები - 114.5 მლნ. აშშ დოლარი (2.0%)
- ხორბალი და მესლინი - 80.4 მლნ. აშშ დოლარი (1.4%)
- სიგარები, სიგარელები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 51.3 მლნ. აშშ დოლარი (0.9%)
- სატვირთო ავტომობილები - 48.4 მლნ. აშშ დოლარი (0.8%)
- შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - 47.1 მლნ. აშშ დოლარი (0.8%)
2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (355.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (327.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (308.6 მლნ. აშშ დოლარი).
რუსეთი და ჩინეთი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეულშიც შედიან: თურქეთი (981.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (626.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (509.6 მლნ. აშშ დოლარი).