კორონავირუსი საქართველოში

ჯამში 48 შემთხვევაზე საგანგებო გამოცხადდა, დღიურ 1192-ს კი, პრემიერი უსაფუძვლო პანიკად აფასებს

ტაბულა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა. მაშინ ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 48 იყო. იმავე დღეს, საქართველოს მთავრობამ საჰაერო მიმოსვლა მთლიანად აკრძალა - ემიგრანტების ჩამოსაყვანად თვეში რამდენიმე სპეცრეისის შესრულების უფლება მხოლოდ აირზენას მიეცა. ჯამში 108 შემთხვევაზე კი, 31 მარტიდან, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა - გაჩერდა ტრანსპორტი და ამოქმედდა კომენდანტის საათი.

მხოლოდ ერთ დღეში, 19 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1186 შემთხვევა გამოვლინდა, 18 ოქტომბერს - 1192. ჯამში, ქვეყანაში Covid19-ის 10 325 აქტიური შემთხვევაა. ამის მიუხედავად, საქართველოს პრემიერმინისტრი ვითარებას უსაფუძვლო პანიკას უწოდებს და ამბობს, რომ არც ჩაკეტვის აუცილებლობა დგას.

"დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადეა, რომელიც 90%-ზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა უბრალოდ ამას ვერ გაუძლებს". – თქვა გახარიამ.

კომენტარები