კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე სასწრაფოს დაგვიანებებზე: ძალიან კარგად მესმის, რადგან სისტემა გადატვირთულია

0 კომენტარი

"რაც შეეხება დაგვიანებებს, მესმის ძალიან კარგად, იმიტომ, რომ სისტემა გადატვირთულია". – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კითხვას, რომელიც Covid-ინფიცირებულ პაციენტებთან სასწრაფო დახმარების ბრიგადების დაგვიანებას ეხებოდა.

"ჩვენ 300 ახალი შემთხვევიდან უცბად ავედით 500-ზე, 800-ზე, 1100-ზე,. ეს არ არის ეს მარტივი ადაპტაცია, მაგრამ როგორც წესი,  3-4-5-6 დღის განმავლობაში ეს დგება ჩარჩოებში და დარწმუნებული ვარ, ჩადგება ჩარჩოებში". – ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმითვე, 19 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, Covid-ცენტრებში 900 თავისუფალი საწოლი იყო.

"დღევანდელი ინფიცირებული 1 186 პაციენტიდან ჰოსპიტალურ მკურნალობას ექვემდებარება 20-25%, ანუ მათთვის 200-300 საწოლი უნდა იყოს თავისუფალი". – აღნიშნა გამყრელიძემ.

19 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 10 325 აქტიური შემთხვევაა. აქედან დაახლოებით 3 000 პაციენტი ბინაზე მკურნალობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები