ლარის კურსი

30 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ, ლარი დოლართან 0.69 თეთრით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

დღეს, 19 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების მიზნით კიდევ 30 მილიონი დოლარი გაყიდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.69 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარი 3.2117 ლარი ღირს. ევროსთან მიმართებით კი ლარი 0.35 თეთრით გაუფასურდა და ევროს კურსი 3.7763 ლარია.

სექტემბრის თვეში ლარი დოლართან 18 თეთრით, ხოლო ევროსთან 16 თეთრით გაუფასურდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 150 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. 

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში სებ-მა სულ 80 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე

კომენტარები