საშინელებათა ფილმი

ფილმები, რომლებიც მაყურებელს გულს ყველაზე მეტად უჩქარებენ

IMDB

საიტმა broadbandchoices-მა საშინელებათა ჟანრის ფილმებზე კვლევა ჩაატარა. პროექტის სახელია -"შიშის მეცნიერება". 

ყველაზე საშიში ფილმი სინისტერი აღმოჩნდა. ჰორორის ყურებისას ზოგიერთი მაყურებლის პულსი საშუალოდ წუთში 65 დარტყმას შეადგენდა, გარკვეულ მომენტში გულისცემა კი 86 დარტყმამდე იზრდებოდა. მეორე ადგილზე ასტრალი გავიდა, რომელმაც დარტყმების იგივე რაოდენობა, მაგრამ უფრო დაბალი სიხშირე აჩვენა. სამეულს, წუთში 85 დარტყმით, წყევლა ასრულებს.

პირველ ათეულში მოხვდა ისეთი ფილმები, როგორებიც არის - რეინკარნაცია, პარანორმალური მოვლენა, იგი, წყევლა 2, ბაბადუკი, დაშვება.

ავტორებმა კვლევაში IMDB-ის, Rotten Tomatoes-ის და Reddit-ის მიერ შეფასებული საუკეთესო საშინელებათა ფილმები გამოიყენეს.

კომენტარები