მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

პომპეო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

0 კომენტარი
მაიკ პომპეო ფოტო: Dunia-rmol

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვაშინგტონში პარასკევს, 23 ოქტომბერს შეხვდება.

ჯერჯერობით, უცნობია შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, თუ გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები აშშ-ს ჩართულობით.

სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებზე დაყრდნობით, Politico-ს ინფორმაციით, პარასკევს პომპეოს ჯერ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდება, რის შემდეგაც, მალევე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოგრაბ მნაცაკანიანს შეხვდება. 

აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩს ელინ სულეიმანოვს არ გამოურიცხავს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესაძლებლობა. სოლეიმანოვმა აღნიშნა, რომ საუკეთესო შემთხვევაში ქვეყნები დიალოგს განაახლებენ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი 27 სექტემბერს განახლდა. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორჯერ დაიდო, თუმცა ორივეჯერ მალევე დაირღვა.

მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის ლაპარაკია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

ცეცხლის შეწყვეტაზე მეორე შეთანხმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 17 ოქტომბერს, ბაქოს განცხადებით, განჯაზე სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამავდროულად, ერევანმა ბაქო დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, სტეფანაკერტზე საარტილერიო შეტევის განხორციელებაში - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეტევის შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები