აშშ - რუსეთი

აშშ-მ Aeroflot-ის 113 თანამშრომელს ტექნიკის კონტრაბანდის გამო ვიზები გაუუქმა

rt.com

აშშ-მ Aeroflot-ის 113 თანამშრომელს ვიზები გაუუქმა. ამის მიზეზი აშშ-დან რუსეთში კონტრაბანდული ტექნიკის ჩატანა გახდა.

ნიუ-იორკის შტატის აღმოსავლეთ ოლქის პროკურატურამ 10 ადამიანს აშშ-დან რუსეთში ელექტრონიკის კონტრაბანდაში დასდო ბრალი. პროდუქციის არალეგალური გადატანაში Aeroflot-ის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები მონაწილეობდნენ. 8 ბრალდებული დაკავებულია, 2 კი იძებნება.

პროკურატურის ვერსიით, დანაშაულებრივი სქემის მონაწილეები ყიდულობდნენ ელექტრონულ მოწყობილობებს შემდეგ კი Aeroflot-ის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს ელექტრონული ტექნიკა რუსეთში გაჰქონდათ.

სქემა, სულ მცირე, 2019 წლის შემდეგ მუშაობდა და მისმა მონაწილეებმა მოახერხეს აშშ-დან რუსეთში 50 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკის ჩატანა. კონტრაბანდულ პროდუქციაში იყო Apple-ის პროდუქციაც.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა Aeroflot-ის 113 თანამშრომელს კონტრაბანდულ საქმიანობაში სავარაუდო მონაწილეობის გამო გააუქმა ვიზები.

როგორც TASS-ს აშშ-ში რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ უთხრა, საკონსულო ამოწმებს ინფორმაციას დანაშაულებრივ სქემაში რუსეთის მოქალაქეების ჩართულობის შესახებ.

კომენტარები