ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 1.05 თეთრით, ხოლო ევროსთან 3.04 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 1.05 თეთრით, ხოლო ევროსთან 3.04 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2222 ლარია, 1 ევროსი კი -  3.8067 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. 

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში სებ-მა უკვე 80 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე, სექტემბერში - 150 მილიონზე მეტი.

კომენტარები