ჯეიმს ბონდი

ჯეიმს ბონდის სცენის გადაღებისას ქუჩაში 60 000 ევროს ღირებულების კოკა-კოლა დაიღვარა

0 კომენტარი
ფოტო: Tabula

ბონდის შესახებ რიგით 25-ე ფილმის, No Time To Die-ის ერთ-ერთი სცენის გადაღებისას 31 800 ლიტრი კოკა-კოლა დაიხარჯა. 

სცენაში აგენტი 007 მოტოციკლეტით პანდუსზე ადის და ქალაქის კედელს ახტება. სრიალა ქვაფენილი დენიელ კრეიგის დუბლიორს პოლ ედვარდს საფრთხეში აგდებდა, იმისათვის, რომ საბურავებს მეტი მოჭიდება ჰქონოდა, გადამღებმა ჯგუფმა საფარზე ტკბილი გამაგრილებელი სასმელის დაღვრა გადაწყვიტა. საბოლოოდ, სცენაზე დახარჯული კოკა-კოლის საფასურმა 60 000 ევროს მიაღწია.

მოტოტრიუკი ნაწილობრივ ფილმის უკანასკნელ ტრეილერშიც ჩანს.

მომავალ ბლოკბასტერში დენიელ კრეიგი აგენტი 007-ის როლს უკანასკნელად შეასრულებს. ფილმში მთავარ ბოროტმოქმედს ოსკაროსანი რამი მალეკი ახმოვანებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები