სომხეთი

სომხეთის პრეზიდენტი ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ბრიუსელში გაემგზავრა ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შესახვედრად. შეხვედრების მთავარი თემა მთიანი ყარაბაღის რეგიონში გამწვავებული კონფლიქტი იქნება.

ვიზიტის ფარგლებში სარქისიანი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ჯოზეფ ბორელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.

სომხეთის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, სომხეთს ნატოსა და ევროკავშირის დახმარების იმედი აქვს მთიანი ყარაბაღის რეგიონში კონფლიქტის შეჩერებასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი 27 სექტემბერს განახლდა. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორჯერ დაიდო, თუმცა ორივეჯერ მალევე დაირღვა.

მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის ლაპარაკია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

ცეცხლის შეწყვეტაზე მეორე შეთანხმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 17 ოქტომბერს, ბაქოს განცხადებით, განჯაზე სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამავდროულად, ერევანმა ბაქო დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, სტეფანაკერტზე საარტილერიო შეტევის განხორციელებაში - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეტევის შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები