ზუგდიდში საქართველოს ბანკს აყაჩაღებენ. ევროპული საქართველოს წევრისა და საკრებულოს დეპუტატის, ბართლომე შელიას ცნობით, თავდამსხმელს მძევლები ჰყავს. ამ წუთებში შენობიდან ევაკუაცია მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიცია ბანკში შესვლას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს.
ტაბულა დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.