ავთო წერეთელი

ვატო წერეთელი: მამაჩემს 2 ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო

ტელეკომპანია პირველის დირექტორმა, ვატო წერეთელმა, საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ მამამისს - ბიზნესმენსა და ტელეკომპანია პირველის მფლობელს, ავთანდილ წერეთელს, ორი ადამიანი დახვდა და მოკვლით დაემუქრა.

"მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia დროზე !!!!!!!!!!!". – წერს ის.

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ამბავს მოიკითხავენ.

კომენტარები