ზუგდიდი

შსს: მოვუწოდებთ მედიებს და მობილურ ოპერატორებს გათიშონ ლაივ სიგნალი

კახა საბანაძე
საქართველოს მთავრობა

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მიმდინარე ყაჩაღობის ფაქტზე.

"სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედია საშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მედია საშუალებას და მათ შორის, მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად მძევლების, სამართალდამცავებისა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივ სიგნალის გათიშვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა". – განაცხადა კახა საბანაძემ.

ამასთანავე, კახა საბანაძემ აღნიშნა - "შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება."

ზუგდიდში, შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

ბანკში შეჭრილი ყაჩაღის მიერ აყვანილი მძევლების ნაწილი თავისუფალია. ისინი ბანკიდან ამწის საშუალებით გამოიყვანეს. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები