ლარის გაუფასურება

ლარი ისევ გაუფასურდა - დოლართან მიმართებით 0.5 თეთრით, ევროსთან - 2 თეთრით

0 კომენტარი
ფოტო: კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან მიმართებით 0.5 თეთრით, ხოლო ევროსთან 2 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2274 ლარია, 1 ევროსი კი - 3.8267 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. 

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში სებ-მა უკვე 80 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე, სექტემბერში - 100 მილიონზე მეტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები