სპეცოპერაცია ზუგდიდში

ზუგდიდში, საქართველოს ბანკიდან თავდამსხმელმა ერთი მძევალი გაათავისუფლა

მთავარი არხი

ზუგდიდში, საქართველოს ბანკიდან თავდამსხმელმა ერთი მძევალი გაათავისუფლა. ქალმა შენობა ცოტა ხნის წინ სამართალდამცველების თანხლებით დატოვა.

არსებული ინფორმაციით, ბანკში ამ დროისთვის 18 მძევალი რჩება.

დღეს, 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ზუგდიდში შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. 

აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ შენობაში დატოვებული ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, ოთახში 19 მძევალი დარჩა. მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა და ამბობდა, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული და 500 000 დოლარს ითხოვს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები