სპეცოპერაცია ზუგდიდში

პუტინისტმა გიორგი გაბედავამ ზუგდიდში დებოშის მოწყობა სცადა

0 კომენტარი

პუტინისტური ორგანიზაცია ქართული მარშის წევრმა, გიორგი გაბედავამ ზუგდიდის ცენტრში, სადაც ამ დრომდე მძევლების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს, დებოშის მოწყობა სცადა. 

ბანკში მომხდარი ყაჩაღობის დაწყებიდან გაბედავა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. მთელი დღის განმავლობაში გაბედავა აქტიურობდა ადგილზე და ვითარება ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. 

სწორედ, გიორგი გაბედავამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მძევალი, რომელიც მთავარი არხის პირდაპირ ეთერში თავდამსხმელის მოთხოვნით ჩაერთო, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია. 

გაბედავა მთელი დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ მძევალი "ირაკლი კვარაცხელია ნაციონალური მოძრაობის ზონდერია." ვითარება ადგილზე, დაახლოებით, ერთი საათის წინ დაიძაბა, როდესაც გაბედავა თავის მხარდამჭერებთან ერთად ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერთან და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატთან, გიგი უგულავასთან მიიჭრა და მას ადგილიდან გაცლა მოსთხოვა. 

რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ტაბულასთვის, ჯერჯერობით, უცნობია რამდენი ადამიანია დაკავებული შემთხვევის ადგილზე.

ზუგდიდში, შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

ბანკში შეჭრილი ყაჩაღის მიერ აყვანილი მძევლების ნაწილი თავისუფალია. ისინი ბანკიდან ამწის საშუალებით გამოიყვანეს. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები