ვითარება ზუგდიდში

ბონდო მძინარაშვილი: ვინც ბანკის შენობაშია, არის ტერორ-სპექტაკლის მონაწილე

ობიექტივი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქზე შეთქმულების თეორიას ავრცელებს. მისი თქმით, ზუგდიდში, ბანკის შენობაში მძევლად აყვანილი ადამიანები სპექტაკლის მონაწილეები არიან. 

"მომისმინეთ!

ყველა, ვინც ახლა ზუგდიდში, ბანკის შენობაშია, არის ამ ტერორ-სპექტაკლის მონაწილე!

დააკვირდით, როგორმა სიმშვიდემ დაისადგურა ბანკის შენობაში!

დააკვირდით, როგორ მშვიდად სხედან თავჩარგულები!

რომელს ეტყობა შიში? - არცერთს!

ამიტომ, ნუ ღელავთ:

არავინ არავის არ მოკლავს!

ყველა ერთმანეთს იცნობს, - ნიღბიანიც და უნიღბოც!

ისინი, ვისი მონაწილეობაც ნაცსექტის ტერორ-სპექტაკლის დადგმის დროს არ იყო გათვალისწინებული, უკვე გამოუშვეს!

ეს არის პოლიტიკური სპექტაკლი ტერორისტული ვინეგრეტით!ეს არის სპეციალურად წინასაარჩევნოდ მოწყობილი ტერორ-სპექტაკლი!" – წერს მძინარაშვილი.

 

კომენტარები