სპეცოპერაცია ზუგდიდში

ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა

მთავარი არხი

ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, სულ 3 მძევალია გათავისუფლებული.

ინფორმაცია 2 მძევლის გათავისუფლების შესახებ შსს მინისტრის მოდგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ, მედიას ცოტა ხნის წინ დაუდასტურა.

ბორცვაძის თქმით, მოლაპარაკებები ინტენსიურად გრძელდება და დეტალებზე მიზანმიმართულად არ საუბრობს.

დღეს, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 6 საათის წინ ზუგდიდში შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ შენობაში დატოვებული ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, ოთახში 19 მძევალი დარჩა. მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა და თქვა, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული და 500 000 დოლარს ითხოვს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები