სპეცოპერაცია ზუგდიდში

თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია რამდენიმე მძევალთან ერთად პოლიციის მანქანით დატოვა

0 კომენტარი

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა ტერიტორია რამდენიმე მძევალთან ერთად, პოლიციის მანქანით დატოვა. ეს სამთავრობო მედიის, Tv იმედის კადრებში ჩანს.

Tv იმედის ჟურნალისტი ყვება, რომ თავდამსხმელს ხელში ყუმბარა ეკავა, ხოლო რამდენიმე მძევალს ხელბორკილი ედო და თავდამსხმელი მათ ფარად იყენებდა. 

იქამდე, ერთერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ Fb-ზე დაწერა, რომ "სამი კაცის გარდა, ყველა გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში".

21 ოქტომბერს, დაახლოებით, დღის 14:00 საათზე ზუგდიდის ცენტრში მდებარე საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ შენობაში დატოვებული ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, ოთახში 19 მძევალი დარჩა. მან ტელეკომპანია მთავართან ისაუბრა და თქვა, რომ გამტაცებელი კბილებამდეა შეიარაღებული და ითხოვს 500 000 დოლარს, "ასევე ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას".

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიას მოუწოდა, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადაეცათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები