თავდასხმა საქართველოს ბანკზე

BOG ზუგდიდზე: აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ ადამიანების ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ზუგდიდში მათ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

"გუშინდელ მოვლენებში ჩართული ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს

მადლობა გულშემატკივრობისთვის." - წერია განცხადებაში.

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლად აიყვანა.  

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც დამნაშავესთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.  

ყაჩაღი ითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის 500 000 დოლარი გადაეცათ, ასევე, უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. 

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.  

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელი გაიქცა, მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი კი გაათავისუფლა. 

რა ვიცით ზუგდიდში სპეცოპერაციაზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები