ჟან-კლოდ ვან დამი

ჟან-კლოდ ვან დამმა ჩიხუახუას ლეკვი გადაარჩინა

Pinterest

ნორვეგიის მოქალაქემ ალექს ივერსენმა ბულგარეთში ჩიხუახუას 3 თვის ლეკვი, რაია შეიძინა. ოსლოში ვეტერინართან ვიზიტისას აღმოჩნდა, რომ ძაღლს ყალბი საბუთები აქვს. ვეტერინარმა შესაბამის სამსახურს მიმართა და ერთი კვირის თავზე ძაღლი დააპატიმრეს.

ნორვეგიის კანონმდებლობით არალეგალური გზით შემოყვანილ ცხოველს ევთანაზიას უკეთებენ. ივერსენმა ონლაინ პეტიცია შექმნა, რომელსაც ათასობით ადამიანთან ერთად მძაფრსიუჟეტიანი კინოს ლეგენდა, ჟან-კლოდ ვან დამიც გამოეხმაურა. მსახიობმა სოციალურ ქსელში პეტიცია გააზიარა, ასევე საკუთარ ჩიხუახუასთან ერთად ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც მაყურებლებს რაიას გადარჩენისკენ მოუწოდა.

ვან დამის პოსტს 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მიაქცია ყურადღება. რაიას ევთანაზია გააუქმეს, მაგრამ ლეკვს ბულგარეთში დაბრუნება მოუწევს. ივერსენი ძაღლის დასატოვებლად ახალ ბრძოლას იწყებს.

3 თვის ჩიხუახუას ლეკვი, რაია

კომენტარები