თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 23 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებასა და გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახოსპირელის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, გრიგოლ ვოლსკის, ნადიკვარის და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, სამგორის დასახლების, სამგორი-I დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სამრეწველო დასახლების, ვარკეთილის III მასივის III კვარტლის,  ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 დასახლების  II მიკრორაიონის, მიხეილ გახოკიძის, გიორგი ბერიაშვილის, დამპალოს, რომანოზ ხომლელის, აბაშვილის, თვალჭრელიძის, მაისურაძის, კაკლიანის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალშენის, ბალანჩივაძის და ჩიქოვანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გობრონიძის და ლეო კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები