სპეცოპარაცია ზუგდიდში

"ყაჩაღს კადრები აღიზიანებს, გაიყვანონ ტექნიკა" — მძევალი გვარამიას სპეცოპერაციისას

მთავარი არხი

მთავარი არხის ინფორმაციით, გუშინ, 21 ოქტობერს ნიკა გვარამიას საქართველოს ბანკიდან ერთ-ერთმა მძევალმა დაურეკა და უთხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაეცა, მიმდებარე ტერიტორიიდან სპეცრაზმი და ტექნიკა გაეყვანათ, რადგან ყაჩაღი ამას კადრებში ხედავდა და აღიზიანებდა.

"აქედან მეუბნებიან, კონკრეტულად ჩემსას არ გელაპარაკებით. კადრებში ჩანს ყველაფერი, რომ ტექნიკა არის შემოყვანილი, რაც ძალიან აღიზიანებს ამას. პირველ რიგში, ახლა რასაც ამბობს ეს ადამიანი, აბსოლუტურად უნდა დაიცალოს ტექნიკისგან ზუგდიდი, აბსოლუტურად ყველა ტექნიკა უნდა წავიდეს, აბსოლუტურად ყველა სპეცნაზელი. 

სნაიპერები არიანო, რომ აცხადებენ და რომ ლაპარაკობენ, სულ ყველა გაიყვანეთ. გადაეცით, დაუკავშირდით ამათ ვინც არის აქ, ამ ოპერაციის ხელმძღვანელი ვინც არის. ყველას დაუკავშირდით, გეხვეწებით და უთხარით, რომ გაიყვანონ ეს ხალხი აქედან, გაიყვანონ ეს ტექნიკა აქედან და იფიქრონ ჩვენზე, ვინც ვართ.

[...] მე გესაუბრებით მძარცველის სახელით. ყუმბარა უკავია ხელში. კადრებს რასაც ხედავს, აღიზიანებს. ვერ ვუკავშირდებით ვერავის, მარტო თქვენით გვაქვს კავშირი და გაიყვანეთ." - ისმის ჩანაწერში.  

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.  

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც დამნაშავესთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.  

ყაჩაღი ითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველყოფილიყო მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად. 

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.  

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა თვითონ კი გაიქცა, . 

რა ვიცით სპეცოპერაციაზე - წაიკითხეთ აქ.

კომენტარები