გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდის საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.
ყაჩაღი ითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.
დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად - მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.
ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელი გაიქცა, მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი კი გაათავისუფლა.
ნახეთ, როგორ გამოეხმაურნენ ინტერნეტში ზუგდიდის სპეცოპერაციასა და ამ ფაქტზე პოლიტიკოსების გაკეთებულ კომენტარებს.