პატრიოტთა ალიანსი

თარხან-მოურავი: NDI ტყუილში ვამხილეთ, გვითხრეს, არ გვინდა სკანდალი, კვლევებს აღარ ჩავატარებთო

0 კომენტარი
ფოტო: ფორმულა/კადრი ვიდეოდან

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ამტკიცებს, რომ NDI "ტყუილში ამხილეს" და ორგანიზაცია მათ დაჰპირდა, რომ კვლევებს აღარ ჩაატარებს. 

"NDI-ს ორგანიზაცია ჩვენ ვამხილეთ ტყუილში. შარშანწინ გავაკეთეთ პროფესიონალური კვლევა, მე თვითონ ვხელმძღვანელობდი, დავუგზავნეთ ყველა სენატორს, NDI-ის ყველა თანამშრომელს, ჩამოვიდა კომისია NDI-სგან, ყოფილი სენატორები, შეგვხვდა ჩვენ. გვთხოვეს, რომ ჩვენ ახლა შევწყვეტთ კვლევებს, ამას ნუ გავასაჯაროვებთო, სკანდალს ნუ მოვაწყობთო და არავითარ კვლევებს აღარ ჩავატარებთო. კარგი, ვუთხარით. ერთი წელი აღარ ჩაუტარებიათ არავითარი კვლევა, შარშან-წინ იყო, თუ სამი წლის წინ. 

დავამტკიცე, რომ ტყუიან, ჩამოვიდნენ, მითხრეს, აღარ გვინდა ამ სკანდალის აგორებაო. პირზე დავადგები NDI-ს და ვისაც გინდა." - ამბობს თარხან-მოურავი ფორმულას ეთერში. 

პატრიოტთა ალიანსის განცხადებით, მათ ალტერნატიული წინასაარჩევნო კვლევა ჩაატარეს, სადაც 22.8%-ით სწორედ თავად ლიდერობენ. კვლევის შედეგები პარტიამ 19 ოქტომბერს გაასაჯაროვა

პარტიის მტკიცებით, კვლევაში ქართულ ოცნებას გამოკითხულთა 15.4% უჭერს მხარს, ნაციონალურ მოძრაობას კი 2.5%. პარტიების პროცენტული მაჩვენებლების ჯამი 100.1%-ს უდრის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე გამოქვეყნებული არცერთი კვლევა მიახლოებით მაინც არ იმეორებს პრორუსული პარტიის შიდა კვლევის შედეგებს.

Edison Research-ის (ტელეკომპანია ფორმულას) კვლევის მიხედვით, პატრიოტთა ალიანსს 3% აქვს, ხოლო IPSOS-ის (მთავარი არხის) კვლევის მიხედვით – 1.2%. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები