მეთიუ მაკკონაჰეი

მეთიუ მაკკონაჰეი: ჩემზე სექსუალურად იძალადეს, მაგრამ თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ

0 კომენტარი
ფოტო: Vulture

ჰოლივუდის ვარსკვლავმა მეთიუ მაკკონჰეიმ ავტობიოგრაფიულ წინგში Green Lights სექსუალური ძალადობის რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა. 

მსახიობის თქმით, პირველი სექსი მას თავისი ნების გარეშე ჰქონდა. 

"პირველად სექსი 15 წლის ასაკში მქონდა, ძალიან არ მინდოდა, მაგრამ დამაშანტაჟეს. დარწმუნებული ვიყავი რომ ამისთვის ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი". – წერს ავტობიოგრაფიაში მსახიობი.

წიგნში კიდევ ერთი შემთხვევაა აღწერილი, რომელიც მსახიობს 18 წლის ასაკში გადახდა.

"ერთხელ ფურგონში გონება დავკარგე, რომ გამოვფხიზლდი ვიღაც კაცი სექსუალურად მავიწროებდა. მიუხედავად ამისა, თავს მსხვერპლად არ მივიჩნევ. დარწმუნებული ვარ, რომ სამყაროს ჩემი გაბედნიერება სურს". – წერია ავტობიოგრაფიაში.

ბიოგრაფიული წიგნის დიდი ნაწილი მსახიობმა საკუთარ მშობლებს, ცოლს კამილა ალვესს და პირად ფილოსოფიას დაუთმო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები