სასაფლაო

დედამ შვილის საფლავს სარდაფი გაუკეთა რათა ქარიშხლის დროს მის გვერდით ყოფილიყო

Bored Panda

მისისიპის ქალაქ ნატჩეზის სასაფლაოს ერთ-ერთ საფლავს გვერდით სარდაფი აქვს ამოთხრილი, რომელშიც კიბეებით ჩასვლაა შესაძლებელი. გარედან მიწისქვეშა ოთახს რკინის კარი იცავს.

საფლავი 1871 წელს, ციებ-ცხელებით გარდაცვლილ, 10 წლის გოგოს, ფლორენს ირენ ფორდს ეკუთვნის. სარდაფი კი დედამისმა, ელენ ფორდმა ააშენა. 

ქარიშხლების დროს შეშინებული ფლორენსის დამშვიდებას ყოველთვის დედა ახერხებდა. გოგოს სიკვდილის შემდეგაც ელენი უამინდობის დროს სარდაფში ჩადიოდა და დროს ქალიშვილის გვერდით ატარებდა. 

კომენტარები